logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი „გირჩის“ ტრენინგებზე: ეს სერიოზულ ზიანს აყენებს დასავლური ფონდების იმიჯს, ვინაიდან IRI და NDI საკმაოდ კარგ პროექტებს ახორციელებენ საქართველოში
- +

14 მაისი. 2023. 21:13

პარლამენტის ვიცე სპიკერი გიორგი ვოლსკი „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში იმ შესაძლო საფრთხეებზე საუბრობს, რომლამდეც რადიკალური ოპოზიციური პარტიების ირიბმა დაფინანსებამ შეიძლება ქვეყანა მიიყვანოს.

„საქმე გვაქვს უზნეო, პოლიტიკურ გაერთიანებასთან, რომელიც ცდილობს, რომ საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირების რესურსი შექმნას და რეკრუტიზაცია მოახდინოს ახალგაზრდების. სამწუხარო ის არის, რომ ასეთი ღონისძიებების დაფინანსება ხდება IRI-ის მიერ და ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით, რომლებიც პირდაპირ არიან კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული. თუ მათ მოსთხოვ გამჭვირვალეობას, ამას „რუსულ კანონს“ დაარქმევენ და შეიძლება გამოიყენონ თავისი ბინძური პროპაგანდისთვის. ვფიქრობ, ეს საკმაოდ სერიოზულ ზიანს აყენებს არა მარტო საზოგადოებას, არამედ დასავლური ფონდების იმიჯს, ვინაიდან, IRI-იც, NDI-იც საკმაოდ კარგ პროექტებს ახორციელებენ საქართველოში ბევრი მიმართულებით, მაგრამ როგორც კი ჩაერთვებიან ასეთ პროცესებში, რომელიც უპირისპირდება საქართველოს მომავალს, სტაბილურობას, იმ წუთში ჩრდილი გადაინაცვლებს ამ ორგანიზაციებისაკენ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

რას ასწავლიან ზურაბ ჯაფარიძე და მისი პარტნიორები შაბათ-კვირის შეკრებებზე სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს. საკითხით „იმედის კვირის“ ჟურნალისტები მას შემდეგ დაინტერესდნენ რაც ერთ ერთმა მონაწილემ „იმედს“ ტრენინგიდან ჩანაწერი მიაწოდა. ამის შემდეგ გადამღებმა ჯგუფმა შეისწავლა და მოიპოვა უამრავი ფოტო და აუდიო მასალა ღია თუ დახურული წყაროებიდან. ერთ-ერთ აუდიოჩანაწერში, რომელიც „იმედს“ ასევე წყარომ მიწოდა, ჯაფარიძის პარტიის ლიდერები დეტალურად განიხილავენ როგორ უნდა გარდაიქმნას ე.წ. თავისუფლების უიკენდები პროტესტად და რა როლი ექნება ამ პროცესში ჯაფარიძეს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner