-
+
15 მაისი. 2023. 01:18
ტეხასის შტატის ქალაქ ლაგუნა ჰაითსს უძლიერესმა ტორნადომ გადაუარა. სტიქიამ სულ მცირე ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 11 კი დაშავდა.
ქარიშხალმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა და ხეები ფესვებიანად მოგლიჯა. ქარის სიჩქარე საათში 138-დან 168 კმ-მდე იყო.