logo_geo
eng_logo
ბრიტანელმა ასტრონომებმა ისტორიაში ყველაზე მძლავრი კოსმოსური აფეთქება დააფიქსირეს
- +

15 მაისი. 2023. 00:19

 

 

ბრიტანელი ასტრონომები მიიჩნევენ, რომ ისტორიაში ყველაზე მძლავრო კოსმოსური აფეთქება დააფიქსირეს, რომელიც სულ მცირე ათჯერ უფრო კაშკაშა, ვიდრე ზეახალის ნებისმიერი აფეთქება კოსმოსზე დაკვირვების ისტორიის განმავლობაში. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, აფეთქება 8 მილიარდი სინათლის წელიწადის მანძილზე დააფიქსირეს. სავარაუდოდ მისი გამომწვევი მიზეზი შავი ხვრელის მიერ გაზის გიგანტური ღრუბლის შთანთქმაა.

 

პირველად ეს აფეთქება კალიფორნიაში, კოსმოსის შემსწავლელი სადგურის ინსტრუმენტებმა ავტომატურად ჯერ კიდევ 2020 წელს დააფიქსირეს, თუმცა ასტრონომებმა მიღებულ მონაცემებს ყურადღება მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მიაქციეს და მათ ანალიზს შეუდგნენ. მეცნიერების შეფასებით, ღრუბელი მზეზე ათასჯერ დიდი იყო, აფეთქება კი არა მხოლოდ ყველაზე მძლავრი, არამედ ყველაზე ხანგრძლივიც აღმოჩნდა.

 

ითვლება, რომ ყოველი გალაქტიკის ცენტრში შავი ხვრელებია. მეცნიერების აზრით, ასეთი აფეთქებები ამ ცენტრების გადაადგილებას უწყობს ხელს, რაც თავის მხრივ გალაქტიკების კონფიგურაციის ცვლილებას იწვევს. მათივე თქმით, ასეთი სიმძლავრის მოვლენები ძალზედ იშვიათად ხდება.

 

ასტრონომები დაკვირვებებს აგრძელებენ. ახლა მათი ამოცანა ობიექტის ტემპერატურის დადგენაა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner