ავტორი ნინო ჯიბუტი
პრობლემები განათლების სფეროში - სკოლის მასწავლებელთა დიდმა პროცენტმა პროფესიული გამოცდების მინიმალური ზღვარი ვერ გადახალა. თემაზე „რეპორტიორს" „ახალგაზრდული ცენტრის" ხელმძღვანელი ზურაბ ქადაგიძე ესაუბრება:
„სკოლის მასწავლებელთა 83%-მა პროფესიული გამოცდის მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა. ყველაზე სავალალო შედეგი დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს აქვთ. განათლების მინისტრი ამბობს, რომ შედეგი მართლაც არ არის სახარბიელო, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ სასკოლო განათლება არასწორად არის აწყობილი. ნამდვილად ბატონებო! განათლების სფერო აქილევსის ქუსლად არის ქცეული ჩვენი სახელწიფოსათვის, ეს არ გახლავთ ერთი და ორი წლის პრობლემა, არამედ ეს გახლავთ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომ დამდგარი პრობლემა, რომლის აღმოფხვრაც ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო! ამ პრობლემის შესახებ, დიდი ხანია რაც ჩვენი ორგანიზაცია საუბრობს. თქვენც ხედავთ, რომ განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობა გვაქვს დაწყებით კლასებში, სადაც მასწავლებელთა აბსოლუტური უმრავლესობა არ(ვერ) აკმაყოფილებს სტანდარტებს. ეს გახლავთ ის ასაკი რომელსაც ყველაზე დიდი ყურადღება უნდა მიექცეს, რადგან ისინი პირველ ნაბიჯებს დგამენ ცხოვრებაში. მნიშვნელოვანია, მათ მივცეთ სწორი და მაღალკვალიფიციური განათლება. საჭიროა მასწავლებელთ უფრო დიდი რაოდენობის გადამზადება, და გადამზადების კურსების რაოდენობის გაზრდა.(ყველა მასწავლებელს უნდა ჰქონდეს მინიმალური კვალიფიკაცია ფსიქოლოგიაში, რადგან მასავლებელი, პირველ რიგში, კარგი ფსიქოლოგი უნდა იყოს. ის უნდა დაეხმაროს მოსწავლეს სრულად გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები). ეს ის სფეროა, რომელშიც ფულის დახარჯვას სახელწიფო არ უნდა შეუშნდეს, რადგან ეს განხორციელბული ინვესტიციაა. ინვესტიცია, რომელსაც სახელწიფო რამდენიმე წელიწადში ეკონომიკური დოვლათის სახით უკან მიიღებს.
რა თქმა უნდა, პრობლემა არ არის მხოლოდ სასკოლო, არამედ პრობლემებია უმაღლესი განათლების კუთხითაც, რადგან დღეს უნივერსიტეტ დამთავრებული ადამიანი, ხშირ შემთხვეაში არ არის კონკურენტუნარიანი და თავს ვერ იმკვიდრებს შრომის ბაზარზე. სწორედ ამიტომ საჭიროა ძირეული და არა ფასადური რეფორმა, რომელიც შეეხება როგორც საშუალო ასევე უმაღლეს განათლებას. დროა ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრდეს განათლების ის სტანდარტი, რომელიც განვითრებულ მსოფლიოშია მიღებული.
ბოლოდროინდელი განცხადებები (პრემირ-მისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის და ა.შ.) მაძლევს სერიოზულ საფუძველს, ვიფიქრო, რომ ეს ხელისუფლება აუცილებლად გადაჭრის, ამ პრობლემას და უახლოეს წლებში მივიღებთ სრულიად ახალ, გაუმჯობესებულ განათლების სფეროს", - აცხადებს ქადაგიძე.
იხილეთ:
თამარ სანიკიძე: მასწავლებელთა გამოცდების შედეგები სახარბიელო არ არის
http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=2060