logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: ზოგადად, შეჩვეულები ვართ, რომ ჩვენი ოპოზიცია ყოველთვის ყველაფერს აკეთებს, რათა რამენაირად უმტროს საქართველოს ინტერესებს
- +

14 მაისი. 2023. 23:30

 

 

 

"ზოგადად, შეჩვეულები ვართ, რომ ჩვენი ოპოზიცია ყოველთვის ყველაფერს აკეთებს, რათა რამენაირად უმტროს საქართველოს ინტერესებს", - ამის შესახებ სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. „ხალხის ძალის“ წევრის თქმით, ეს დადასტურდა იმ განცხადებებით, რაც ბოლო დროს რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენისა და სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე გაკეთდა.

 

სუბარის თქმით, ოპოზიციამ გაააქტიურა კამპანია, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი მოსკოვის ამ გადაწყვეტილების გამო. მან აღნიშნა, რომ რუსული თვითმფრინავები თავისუფლად დაფრინავენ თურქეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ისრაელში, მაგრამ ამ ქვეყნებისთვის სანქციების დაწესებას არავინ ითხოვს.

 

„რასაც ოპოზიცია ამბობს, სამწუხაროდ, ეს არის პირდაპირი გადმომღერება იმისა, რასაც მათ პატრონები ეუბნებიან დასავლეთიდან და ქალბატონი კელი დეგნანი ყველაზე მკაფიო გამხმოვანებელია საქართველოსთვის არც თუ მეგობრული განცხადებებისა, რომლებიც მოდის დასავლეთიდან და რომლებსაც მერე ოპოზიცია ახმოვანებს. ისრაელში, თურქეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში დაფრინავენ [რუსული თვითმფრინავები]. ვინმემ უთხრა მათ, სანქციებს დაგიწესებთო? ბუნებრივია, არა. პირიქით, მადლობებს უხდიან ყოველდღე და საქართველოს მიმართ რატომღაც მაშინვე იწყება ასეთი კამპანია. თუმცა, იგივე 1-2 წლის წინ ძალიან მკაფიო, მკაცრი განცხადებები კეთდებოდა რუსეთის მიმართ, სასწრაფოდ აღადგინეთ ფრენები საქართველოსთანო“, - განაცხადა სუბარმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner