logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: ყოველდღე ვიღაც ტოვებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და დღეს ისინი უფრო მეტ დროს უთმობენ ერთმანეთის კრიტიკას, ლანძღვას, ვიდრე ხელისუფლებასთან ბრძოლას
- +

14 მაისი. 2023. 23:58

 

 

„ხალხის ძალის“ წევრი სოზარ სუბარი „იმედი Live“-ში „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბოლოდროინდელ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები რევოლუციებსაც კი გეგმავენ ხელისუფლებაში დასაბრუნებლად, პარტიის დღეები დათვლილია და ეს „გორბის“ ბოლო კვლევამაც აჩვენა.

 

არჩევნებს რომ ვერ იგებს ოპოზიცია, ეს ყველაზე კარგად მათ იციან და ამიტომ მუდმივად საუბრობენ რევოლუციურ სცენარებზე. იარაღის ხმარებასაც კი ასწავლიან მოსწავლეებს და ამაში იდება დონორების ფული. ვითომ ბირთვი შექმნეს ადეიშვილ-მერაბიშვილ-კეზერაშვილმა. ესეც მარცხისთვის არის განწირული.ისინი ვერაფერს მიაღწევენ, მითუმეტეს ისეთი წინწამოწეული ლიდერის ხელში, როგორიც ხაბეიშვილია. რაიმე სერიოზულზე საუბარი შეუძლებელია. ამას ხედავს ძალიან ბევრინაციონალიც“, ამიტომაც არის, რომ ყოველდღე ვიღაც ტოვებს პარტიას და დღეს ისინი უფრო მეტ დროს უთმობენ ერთმანეთის კრიტიკას, ლანძღვას, ვიდრე ხელისუფლებასთან ბრძოლას და გნებავთ ქვეყნისთვის სასარგებლო საქმის კეთებას. ისინი მუდმივად ებღაუჭებიან ხან საგამოძიებო კომისიების შექმნას, თუმცა იციან, რომ სისულელეა, იციან, რომნაციონალური მოძრაობისდღეები არის დათვლილი. „გორბისბოლო კვლევამაც ეს აჩვენა, სადაც მათ მნიშვნელოვნად აქვთ შემცირებული რეიტინგი“, - განაცხადა სუბარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner