logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: ერთადერთი, საფრთხეს ვინც უქმნის სააკაშვილს, ეს არის თვითონ, როდესაც თვითდაზიანებებს იყენებს და მისი ოჯახი, რომელიც, შიმშილობისკენ აქეზებს, მისი პოლიტიკური მხარდამჭერების მსგავსად
- +

15 მაისი. 2023. 10:44

 

 

„სააკაშვილის უფლებები დაცულია. თუ სააკაშვილს მკურნალობა სჭირდება, მას ამისთვის ყველაფერი უკეთდება. მის სიცოცხლეს არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ერთადერთი, საფრთხეს ვინც უქმნის მას, ეს არის თვითონ, როდესაც თვითდაზიანებებს იყენებს და მისი ოჯახის წევრები, რომლებიც, იმის ნაცვლად, რომ მას ნორმალური საჭმელი შეუტანონ და უთხრან, რომ ამ შიმშილობის გაგრძელებას აზრი აღარ აქვს, პირიქით, შიმშილობისკენ აქეზებენ, ისევე, როგორც - მისი პოლიტიკური მხარდამჭერები“, - ამის შესახებ გადაცემა „იმედი Live-ში“ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

 

მისი თქმით, სააკაშვილმა და მისმა ადვოკატებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ სტრასბურგში წასვლას აზრი არ ჰქონდა, თუმცა, იმდენჯერ მიიღეს ოპონენტებისგან მოწოდება, რომ თუ მართლები იყვნენ, სტრასბურგისთვის მიემართათ, პრაქტიკულად, იძულებულები გახდნენ ეს ნაბიჯი გადაედგათ.

 

„საქართველოს ციხეებში დაცულია აბსოლუტურად ყველას უფლება, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი რა გამორჩეულ და განსაკუთრებულ პირობებშიცაა, არ არის არც ერთი სხვა პატიმარი.

 

სააკაშვილმა და მისმა ადვოკატებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ სტრასბურგში წასვლას აზრი არ ჰქონდა, რადგან მათზე უკეთ ვინ იცის, რა ფეიქ-კამპანიას აწარმოებდნენ და რამდენად არასწორი იყო ის, რასაც ითხოვდნენ. ისიც იცოდნენ, რომ ეს სტრასბურგში გამოჩნდებოდა. უბრალოდ, პრაქტიკულად, ჩვენ ვაიძულეთ, რომ სტრასბურგისთვის მიემართათ, იმდენჯერ ვუთხარით, რომ თუ მართლები იყვნენ, სტრასბურგში წასულიყვნენ. სტრასბურგმა დაადასტურა ის, რაც სიმართლეა და ეს თემა ვეღარ გაგრძელდება. რაც შეეხება არსებით განხილვას მიმდინარე საქმეებზე - ბუნებრივია, სტრასბურგში ვერ წავლენ, სანამ გამოძიება არ დასრულდება. რაც შეეხება მისჯილ საქმეებს, შეუძლიათ გაასაჩივრონ (როგორც ჩანს, გასაჩივრებულიც აქვთ), მაგრამ, სტრასბურგი გადაწყვეტილებებში პოლიტიკურ მოტივს რომ ხედავდეს, მით უმეტეს, როცა საქმე ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს ეხება, გარწმუნებთ, რომ განხილვა ოთხი-ხუთი წელი კი არ გაგრძელდებოდა, როგორც ჩვეულებრივ გრძელდება ხოლმე, არამედ სასწრაფო წესით ჩაინიშნებოდა. რადგანაც არ არის განხილვები დაწყებული, ეს მკაფიოდ ნიშნავს, რომ სტრასბურგმა აქ პოლიტიკური მოტივი ვერ დაინახა. შესაბამისად, განხილვა ჩვეულებრივი წესით გაგრძელდება. დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაშიც ისე გამართლდება ქართული მართლმსაჯულება, როგორც გამართლდა, იგივე, „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner