logo_geo
eng_logo
დათო მაღრაძე სააკაშვილის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: სიგამხდრეში არ არის სიმართლე მხოლოდ, სხვა ბიოგრაფია სჭირდება ამას
- +

15 მაისი. 2023. 00:17

 

 

პოეტმა დათო მაღრაძემ „იმედი Live“-ში სტუმრობისას საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

 

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჩემთვის ნიშანია იმისა, რომ ევროპაში გადარჩენილია ინსტიტუტები, რომელსაც აქვს სამართლიანობის განცდა და ამბიცია, რომელსაც ჯალათს მსხვერპლად ვერ შეასაღებ. მის ოჯახს, ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს, ყველას დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ... უბრალოდ ეს კაცი [სააკაშვილი] რომ გახდება, მამა გაბრიელი გახდება, თუ რა იქნება ბოლოს. სიგამხდრეში არ არის სიმართლე მხოლოდ, სხვა ბიოგრაფია სჭირდება ამას“, - განაცხადა მაღრაძემ.

 

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner