logo_geo
eng_logo
მოსკოვში მყოფი ქართული დელეგაცია პუტინის გადაწყვეტილებას მიესალმება
- +

15 მაისი. 2023. 14:13

 

 

14 მაისს მოსკოვში გაიმართა ქართულ-რუსული შეხვედრა.

 

საზოგადოებრივ ორგანიზაციას „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ მასპინძლობას უწევდა რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტი, თავმჯომარის პირველი მოადგილის კაზბეკ ტაისაევის ხელმძღვანელობით. შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო დუმის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ნოვიკოვი და სხვა კომიტეტების წარმომადგენლები, მათ შორის სახელმწიფო დუმის წევრი აკადემიკოსი მიხეილ ბერულავა.

 

„სოლიდარობა მშვიდობისთვის“ წარმოადგენდნენ მერაბ ჭიქაშვილი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, თემურ ფიფია, მიხეილ ჟღენტი, თემურ მაისურაძე და ვალერი კვარაცხელია.

 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა რუსეთის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი საავიაციო მომოსვლის აღდგენის უდიდეს მნიშვნელობას.

 

სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მიღებული გადაწყვეტილების გამო, ვინაიდან ეს ორ ქვეყანას შორის გააიოლებს სატრანსპორტო კომუნიკაციას და რუსეთში მცხოვრებ იმ ასეულათასობით ქართველის მდგომარეობას, რომლებსაც გართულებული ჰქონდათ მიმოსვლა, ერთბაშად გააუმჯობესებს.

 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უახლოეს დღეებში დაიწყება პირდაპირი საავიაციო რეისების შესრულება.

 

კაზბეკ ტაისაევი: სავიზო რეჟიმის გაუქმება და პირდაპირი საავიაციო მიმოსვლის აღდგენა, გარდა იმისა,  რომ ხალხებს შორის კომუნიკაციას აიოლებს, ძალიან დიდ პერსპექტივას ხსნის დაახლოებისთვის, ურთიერთობებში გაჩენილი პრობლემების მოგვარებისთვის. მშვიდობას, თანამშრომლობას, ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებას ალტერნატივა არა აქვს. მე ვფიქრობ, რომ დიდი საქმე გაკეთდა. ქართული დელეგაციის თითოეულმა წევრმა დიდი როლი შეასრულა ამ ისტორიული შედეგის მიღწევაში.

 

მერაბ ჭიქაშვილი (ორგანიზაცია სოლიდარობა მშვიდობისთვისთავმჯდომარე): სავიზო რეჟიმის გაუქმება ქართველ ხალხს გაუიოლებს რუსეთში მცხოვრებ ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან, ახლობლებთან ურთიერთობასა და კომუნიკაციებს. ეს დიდი გარღვევაა ათეული წლების განმავლობაში გაყინული ურთიერთობების ფონზე. აქედან საქართველოსთვის სასიკეთო ბევრი სხვა პერსპექტივა იშლება.

 

თემურ ფიფია: სახალხო დიპლომატიით, სწორი მიდგომებით, ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწიეთ სიტუაციის დაძვრას მკვდარი წერტილიდან. რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმება ქართველ ხალხს დიდ შვებას აგრძნობინებს. ვინც ამის წინააღმდეგ გამოდის, ის ქართველი ხალხის მტერია, ეს პირდაპირ უნდა ითქვას!

 

ვალერი კვარაცხელია: ძალიან დიდი შრომა გავწიეთ იმისთვის, რომ ეს შედეგი დამდგარიყო. ხომ ხედავთ, როგორი გააფთრებით გვებრძვიან იმის გამო, რომ ქართველი ხალხისთვის ამ მიმართულებით შვების მოტანა განვიზრახეთ და წარმატებას მივაღწიეთ. დარწმუნებული ვარ  რომ რუსეთთან მიზანმიმართული მუშაობიგაცილებით დიდი შედეგების მიღწევას შევძლებთ.

 

ქართული დელეგაციის წევრებს კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვთ ჩანიშნული, რის გამოც კვირის ბოლომდე მოსკოვში დარჩებიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner