logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციამ ერთწლიანი მუშაობა შეაჯამა
- +

15 მაისი. 2023. 15:35

 

 

„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციამ ერთწლიანი მუშაობა შეაჯამა. წლიური ანგარიში ქალთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა წარადგინა.

 

ორგანიზაციის გამგეობასა და რეგიონული საბჭოების ხელმძღვანელებს სიტყვით მიმართეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.

 

გაწეული საქმიანობის შესახებ ისაუბრეს თბილისის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, აჭარის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის და ქვემო ქართლის რეგიონული საბჭოების ხელმძღვანელებმა.

 

„პარტიის ქალთა ორგანიზაციის ერთწლიანი ინტენსიური სამუშაო შეჯამდა, ანგარიში ჩავაბარეთ ორგანიზაციის საბჭოს და გამგეობის წევრებს, პარტიის თავმჯდომარესა და აღმასრულებელ მდივანს. შევაჯამეთ ორგანიზაციის მიერ ერთი წლის განმავლობაში ჩატარებული მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რომელთა შორისაა „ფემ ტექ ფესტივალი“, „ვარდისფერი ოქტომბერი“, 16-დღიანი კამპანია ძალადობის წინააღმდეგ, სხვადასხვა შეხვედრები, ტრენინგები, სტრუქტურის ფორმირება და სხვა. რაც მთავარია, ერთი წლის მუშაობის ძირითადი ხაზი და მიზანი, რისთვისაც ქალთა ორგანიზაცია დაფუძნდა, იყო ქალების ხმა პარტიაში, ჩვენი პარტიის წევრ ქალებთან აქტიური კომუნიკაცია და ქალ ამომრჩეველთა ინტერესების დაცვა“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner