logo_geo
eng_logo
იოსებ არჩვაძე: საქართველოს ჩართულობა გლობალურ ეკონომიკაში სულ უფრო თვალსაჩინო ხდება, რის დასტურიც ჩვენი ქვეყნის საგარეო-სავაჭრო ურთიერთობების დინამიზმია
- +

15 მაისი. 2023. 15:55

 

 

„საქართველოს ჩართულობა გლობალურ ეკონომიკაში სულ უფრო თვალსაჩინო ხდება, რის დასტურიც ჩვენი ქვეყნის საგარეო-სავაჭრო ურთიერთობების დინამიზმია“, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკის ამჟამინდელი პოტენციალი, აგრეთვე გაზრდილი სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ფუნქცია, იძლევა შესაძლებლობას, ექსპორტის აბსოლუტური დონე და მისი დინამიზმი გაცილებით მეტი იყოს:

 

„2023 წლის აპრილში ექსპორტი გასული წლის აპრილთან შედარებით გაიზარდა 19.9 პროცენტით და 498.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ყოველდღიური ექსპორტის მოცულობა 2023 წლის აპრილში თითქმის 2.8 მლნ აშშ დოლარით აღემატებოდა წინა წლის აპრილის მაჩვენებლებს. იმპორტი აპრილში გაიზარდა 9.9 პროცენტით და 1090.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მთლიანად, აპრილში საქართველოს საგარეო-სავაჭრო ბრუნვამ 2087.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 14.4 პროცენტით აღემატება. ექსპორტით იმპორტის გადაფარვის მაჩვენებელმა 2023 წლის აპრილში 45.7 პროცენტი შეადგინა - 3.8 პუნქტით მეტი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით (2022 წ. აპრილში - 41.9%).

 

საქართველოს ეკონომიკის ამჟამინდელი პოტენციალი, აგრეთვე გაზრდილი სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ფუნქცია, იძლევა შესაძლებლობას, ექსპორტის აბსოლუტური დონე და მისი დინამიზმი გაცილებით მეტი იყოს. ამასთან, ადგილობრივი ექსპორტის კიდევ უფრო მაღალი ტემპით ზრდას გარკვეულწილად აფერხებს ეროვნული ვალუტის გამყარება (ლარი აშშ დოლართან წინა წლის აპრილთან შედარებით გამყარდა 16.1%-ით), რომლის ტემპმა ორჯერ და მეტად გადაუსწრო იმავე პერიოდში ეროვნული პროდუქტის ზრდის ტემპს. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ექსპორტში სულ უფრო მზარდ როლს იკავებს რეექსპორტი, რაც ხაზს უსვამს საქართველოს რეგიონული ჰაბის როლის მნიშვნელოვან ამაღლებას“, - წერს იოსებ არჩვაძე სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner