logo_geo
eng_logo
კასპის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს წევრმა მარიამ ლაშხმა შეხვედრა გამართა
- +

15 მაისი. 2023. 16:06

 

 

კასპის ტექნო პარკში, კასპის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საქართველოს პარლამენტის და პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს წევრმა, მარიამ ლაშხმა შეხვედრა გამართა.

 

პარლამენტის წევრი მოსწავლეებს ესაუბრა საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს შესახებ და  გააცნო საბჭოს მთავარი ფუნქციები.

 

როგორც მარიამ ლაშხმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, გენდერული ცნობიერების ამაღლება სკოლის ასაკიდან დაიწყოს,  რათა ადრეული ასაკიდანვე მოხდეს მათი ჩამოყალიბება და ფორმირება.

 

შეხვედრაზე მოსწავლეებს ასევე ესაუბრნენ თანამედროვე ტექნოლოგიებზე,  ონლაინ განათლებასა და ელექტრონული სწავლების პლატფორმებზე.

 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner