შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველებმა თაბუკაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს.
არსებობდა ხანძრის გავრცელების საფრთხე, თუმცა უწყვეტი მუშაობის შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება და შემდეგ ლიკვიდაცია. მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა.
მისამართზე 13 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი იყო მობილიზებული, ასევე ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო-სამედიცინო სამსახური და საპატრულო პოლიცია.