logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძემ პედაგოგს და ომის ვეტერან ქეთევან ლორიას 100 წლის იუბილე მიულოცა
- +

15 მაისი. 2023. 17:50

 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრთან ნინო ნიჟარაძესთან ერთად, ქეთევან ლორიას 100 წლის იუბილე მიულოცა.

 

ქეთევან ლორია ომის ვეტერანია და პედაგოგიური საქმიანობის 56 წლიანი გამოცდილება აქვს.

 

აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს 100 წელს გადაცილებული მოქალაქეების ერთჯერადი დახმარების პროგრამის ფარგლებში, ქეთევან ლორიას 1000 ლარი გადაეცა. სამინისტროს აღნიშნული პროგრამით მიმდინარე 2023  წელს, აჭარაში მცხოვრები 100 წელს გადაცილებული 50 მოქალაქე ისარგებლებს.

 

ამ დროისთვის, აჭარის რეგიონში ყველაზე უხუცესი ქალბატონი, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, 108 წლის  ფატყუმე დიასამიძეა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner