logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: მოხსნას აშშ-მა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი, შემოიღოს პირდაპირი ფრენები და გაგვიფორმოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ამის შემდეგ დარწმუნდება ქართველი ხალხი, რომ ამერიკელებს ჩვენთვის სიკეთე უნდათ
- +

15 მაისი. 2023. 18:17

 

 

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, 15 მაისიდან რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის გადაწყვეტილება გააუქმა.

 

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, თუ ამერიკა მოუხსნის საქართველოს სავიზო რეჟიმს, შემოიღებს პირდაპირ ფრენებს და გააფორმებს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, ქართველი ხალხი დარწმუნდება, რომ ამერიკას ჩვენთვის სიკეთე უნდა.

 

„პარტნიორობა და მეგობრობა ვიცი მე ასეთი - მოხსნას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი, შემოიღოს პირდაპირი ფრენების რეჟიმი და გაგვიფორმოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. სწორედ ამ სამი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯის შემდეგ დარწმუნდება ქართველი ხალხი, რომ ამერიკელებს ჩვენთვის სიკეთე და წარმატება უნდათ!!!“ - წერს მეგრელიშვილი ფეისბუქზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner