logo_geo
eng_logo
„Azimuth Airlines“-მა საქართველოდან რუსეთის მიმართულებით ფრენის ნებართვა მიიღო
- +

15 მაისი. 2023. 18:56

 

 

საქართველოს ავიაციის სააგენტომ საქართველოს მიმართულებით ფრენების განხორციელების ნებართვა ავიაკომპანია „Azimuth Airline“-ს მისცა, - ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

 

„საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენების განხორციელებას ავიაკომპანია „Azimuth Airlines“ იწყებს. დღეის მდგომარეობით, ავიაკომპანია „Azimuth Airlines“ არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში.

 

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიაზე დღეს, მიმდინარე წლის 15 მაისს გაიცა.

 

ავიაკომპანიის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, ფრენები მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის საჰაერო ხაზზე, შესრულდება მიმდინარე წლის 17 მაისიდან, კვირაში შვიდი სიხშირით“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner