logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: აზერბაიჯანში გამართულ შეხვედრებზე ხაზგასმით გვქონდა საუბარი იმ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს
- +

15 მაისი. 2023. 19:27

"საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფებით აზერბაიჯანში, შეხვედრა გვქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, პრემიერ მინისტრთან, ორივე შეხვედრაზე ხაზგასმით საუბარი იყო იმ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელიც ჩვენ ორ ქვეყანას შორის არის," – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, შეხვედრებზე საუბარი იყო იმ განსაკუთრებულ როლზე, რომელსაც საქართველო-აზერბაიჯანი და მთლიანად რეგიონი ბოლო პერიოდში ასრულებენ, რომ დააკავშირონ ერთმანეთს ევროპა და აზია.

„აზიის სატრანზიტო, შუა დერეფანი, რომელიც ჩვენს ქვეყნებში გადის ერთ-ერთი კრიტიკული მნიშვნელობის მქონე დამაკავშირებელი ძარღვია ევროპისა აზიასთან, რომ ალტერნატიული ენერგორესურსების წყარო ჰქონდეს ევროპას და ჰქონდეს ამავე დროს ყველაზე სწრაფი და უსაფრთხო ლოჯისტიკური კავშირი აზიასთან. ამ საკითხებზე გვქონდა საუბარი. ვიზიტი ამავე დროს უკავშირდება იმ ღონისძიებას, რომელიც ხვალ გაიმართება პარლამენტში ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი, სადაც სხვადასხვა ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციები მიიღებენ მონაწილეობას. მე მექნება შესაძლებლობა, მივმართო პარლამენტს. განსაკუთრებით ხაზგასასმელია, თავის დროზე ბრძნული და წინდახედული გადაწყვეტილებები, რომელიც მაშინდელმა ლიდერებმა მიიღეს, ის სტრატეგიული პროექტები, რომელზეც დღესაც არის საუბარი, უკვე მოქმედებს და საუბარია გაფართოებაზე, ალტერნატიული გზაზე შეუძლებელი იქნებოდა საუბარი, მაშინ ჰეიდარ ალიევს და იმ თაობის ლიდერებს რომ არ ეფიქრათ წინმსწრებით ამ საკითხებზე. აღსანიშნავია ის როლი, რომელიც იმ თაობის ლიდერებს ჰქონდათ, როგორც აზერბაიჯანში, ისე თურქეთში და საქართველოში, რომლებმაც ამ ისტორიული მნიშვნელობის პროექტს ჩაუყარეს საფუძველი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner