უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ძალებს აღარ შეუძლიათ ფართომასშტაბური შეტევითი მოქმედებების განხორციელება და ძირითადად თავდაცვაზე არიან გადასული.
„რუსეთი თავდაცვაზეა გადასული, როდესაც საქმე ეხება ფრონტის მთელ ხაზს და მათ არ აქვთ რესურსი, რომ გაიმეორონ ფართომასშტაბური შეტევითი მოქმედებები“, - აღნიშნა ანდრეი იუსოვმა.
„ისინი მთელი ამ ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ თავდაცვისთვის და ეს არის სერიოზული ფაქტორი, რომელსაც უკრაინის სარდლობა აუცილებლად ითვალისწინებს უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაციისთვის მომზადებისას“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ამის მიუხედავად, იუსოვმა აღნიშნა, რომ რუსებს შეუძლიათ სარაკეტო შეტევების ინტენსივობის შენარჩუნება, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.