ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინიდან უნდა გავიდეს, როგორც ავღანეთიდან გავიდა.
კაია კალასმა აღნიშნა, რომ ომი დასრულდება მაშინ, როდესაც რუსული ჯარები უკრაინიდან გავლენ.
„ომი დასრულდება მაშინ, როდესაც რუსეთი გაიგებს, რომ შეცდომა დაუშვა, როგორც ეს გააკეთეს ავღანეთში, როდესაც 10 წლის შემდეგ გავიდნენ“, - განაცხადა ესტონეთის მთავრობის მეთაურმა.
ესტონეთის ლიდერმა ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა და „რუსეთს გაუგზავნონ მესიჯი, რომ ისინი ვერ გაიმარჯვებენ და ვერ შეძლებენ უკრაინელების ნების გატეხვას“.