logo_geo
eng_logo
"სართო ჯამში, საგამოძიებო კომისიების საკითხები იქცა აბსოლუტურად აბსურდის თეატრად, უკვე ყოველ ნაბიჯზე ითხოვენ საგამოძიებო კომისიას, მთავარი მიზანი ის არის, რომ შექმნან პოლიტიკური სკანდალები არა შედეგით, არამედ თავად პროცესით, ვინაიდან ამ პროცესით ყოველდღიუ
- +

15 მაისი. 2023. 20:21

"ძალიან პოზიტიურად ჩაიარა აზერბაიჯანში ჩვენი ვიზიტის პირველმა დღემ, პარლამენტის თავმჯდომარეს ჰქონდა მაღალი დონის შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, მათ კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეს ის მხარდაჭერა, რაც ტრადიციულად ჩვენს ქვეყნებს აკავშირებთ," – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობა, მტკიცე პარტნიორობა არის მნიშვნელოვანი რეგიონში უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარებისა და ორივე ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის.

ჩვენ ყველა დონეზე, მათ შორის საპარლამენტო დონეზე განვაგრძობთ მჭიდრო თანამშრომლობას აზერბაიჯანთან და ამისთვის გამოვიყენებთ ყველა პლატფორმას. ძალიან სიმბოლურია, რომ ჩვენი დელეგაცია ჩამოვიდა ბატონი ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ამით ჩვენ აზერბაიჯანელ ხალხს და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ პატივისცემას. აღსანიშნავია, რომ თავის დროზე ბატონმა ჰეიდარ ალიევმა დიდი წვლილი შეიტანა საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრობაში, იმ გეოპოლიტიკური ფუნქციების ჩამოყალიბებაში, რომელიც დღემდე ჩვენი ქვეყნებისთვის გახლავთ მნიშვნელოვანი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner