logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: სტრასბურგის გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ საქართველო დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნე იყო, ამაზე ჩუმად იყვნენ არასამთავრობოები, რომლებსაც მილიონობით დაფინანსება აქვთ, რათა დეზინფორმაცია ამხილონ
- +

15 მაისი. 2023. 20:22

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო იყო დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნე, არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი პოლიტიკოსების მხრიდანაც.

მისი თქმით, უმრავლესობა წელიწად ნახევარი საუბრობდა, რომ საქართველო იყო დეზინფორმაციული კამპანიის ობიექტი და სამიზნე.

„რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და მის გავლენას, კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რასაც ჩვენ წელიწად ნახევარი ვსაუბრობდით, რომ საქართველო იყო ჩვეულებრივი დეზინფორმაციული კამპანიის ობიექტი და სამიზნე, არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი პოლიტიკოსების მხრიდანაც. ეს იყო მთელი კასკადი ტყუილის, დეზინფორმაციისა, შარლატანი ექიმებისა, შარლატანი ადვოკატებისა, რომლებიც ამტკიცებდნენ, თითქოს იყო წამება, მოწამვლა, უცხოელი, არა უცხოელი, ჩართული იყო მთელი კოჰორტა ადამიანებისა, რომლებიც დღისით, მზისით საქართველოს სდებდნენ ბრალს, თითქოს ხდებოდა მიხეილ სააკაშვილის წამება. ამ ყველაფერს ჩუმად და ხმის ამოღების გარეშე შესცქეროდნენ ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც მილიონობით დაფინანსება აქვთ სწორედ იმისთვის, რომ ქვეყნის წინააღმდეგ დეზინფორმაცია ამხილონ ხოლმე და აბსოლუტურად ჩუმად იყვნენ, ერთი ხმა არ ამოუღიათ ამასთან დაკავშირებით. ისინი მარტო მაშინ საუბრობენ დეზინფორმაციაზე, როდესაც მათ დონორებს ეხებათ საკითხი, როდესაც მათ ქვეყანას ეხება, არიან ჩუმად. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სინამდვილეში ამ ორგანიზაციებს არ უნდა ჰქონდეთ არანაირი კავშირი ქართულ საზოგადოებასთან, მით უმეტეს, სამოქალაქო საზოგადოების სახელით საუბრის რაიმე პრეტენზია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner