logo_geo
eng_logo
ევროკომისიის პრეზიდენტი: უკრაინის სამშვიდობო გეგმა უნდა იყოს ამოსავალი წერტილი უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების ძალისხმევისთვის
- +

16 მაისი. 2023. 01:23

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით არაფერი გადაწყდება უკრაინის გარეშე.

„უკრაინასთან დაკავშირებით არაფერი გადაწყდება უკრაინის გარეშე. არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინა არის ქვეყანა, სადაც სასტიკად შეიჭრნენ. აქედან გამომდინარე, უკრაინამ უნდა ჩამოაყალიბოს სამართლიანი მშვიდობის ძირითადი პრინციპები“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, უკრაინის სამშვიდობო გეგმა უნდა იყოს ამოსავალი წერტილი უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების ძალისხმევისთვის.

right_banner right_banner
არქივი
right_banner