ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით არაფერი გადაწყდება უკრაინის გარეშე.
„უკრაინასთან დაკავშირებით არაფერი გადაწყდება უკრაინის გარეშე. არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინა არის ქვეყანა, სადაც სასტიკად შეიჭრნენ. აქედან გამომდინარე, უკრაინამ უნდა ჩამოაყალიბოს სამართლიანი მშვიდობის ძირითადი პრინციპები“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, უკრაინის სამშვიდობო გეგმა უნდა იყოს ამოსავალი წერტილი უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების ძალისხმევისთვის.