უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში განაცხადეს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსი ოკუპანტები უკრაინის წინააღმდეგ ოთხი მიმართულებით აქტიურობდნენ.
„მტერი განაგრძობს ძირითადი ძალისხმევის ფოკუსირებას ლიმანსკის, ბახმუტის, ავდეევსკისა და მარინსკის მიმართულებებზე. 37 სამხედრო შეტაკება მოხდა. ბახმუტი და მარინკა [დონეცკის ოლქი] კვლავ რჩებიან საომარი მოქმედებების ეპიცენტრში“, - ნათქვამია განცხადებაში.
„ბახმუტის მიმართულებით მტერი განაგრძობს შეტევითი ოპერაციების ჩატარებას. ბახმუტისთვის მძიმე ბრძოლები გრძელდება. გარდა ამისა, დღის განმავლობაში მტერმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები ჩაატარა ივანოვსკოეს დასახლების მიმართულებით. [...] მარინსკის მიმართულებით თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს მტრის უამრავი შეტევა“, - განმარტეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში.