logo_geo
eng_logo
ანდრო ბარნოვი: ახალ კოალიციაში ყველაფერი ერთმანეთში აითქვიფა
- +

2 სექტემბერი. 2016. 21:58


 

ანდრო ბარნოვმა პარტია „გირჩი" დატოვა. ამის შესახებ ბარნოვი სოციალურ ქსელში წერს. „გირჩის" უკვე ყოფილი წევრი ამ გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად პაატა ბურჭულაძესთან გაერთიანებას ასახელებს.


„მოკლედ, დიდხანს ვითრიე ფეხი, მიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება. ერთი მხრივ არის დიდი ხნით ადრე დაანონსებული გადაწყვეტილება, რომ გორში ვიყარო კენჭი, მეორე მხრივ კი - ეს ბანი, რომელიც ვერაფრით წარმომიდგენია „ჩემს გუნდად". ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ჩემი ადგილი ამ პოლიტიკურ გადანაწილებაში არ არის. უბრალოდ არ არსებობს ასეთი ადგილი. ძალიან ვწუხვარ, რომ თავიდანვე დამოუკიდებლად არ დავაყენე კანდიდატურა. ახლა უბრალოდ ყველა ვადა გასულია. მოკლედ, მე ამ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მივიღებ და ბოდიშს ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც იმედიანად იყო, რომ რამის შეცვლას შევძლებდი. დიდი ბოდიში, კარგო ადამიანებო, ახალ პოლიტიკურ ცენტრს განვიხილავდი პლატფორმად, აქ ვხედავდი თანამოაზრეებს, ვისთანაც საერთო ხედვები და პრინციპები მქონდა, ახლა კი ამ ახალ კოალიციაში ყველაფერი ერთმანეთში აითქვიფა. ეს აღარ არის ჩემი თანამოაზრეების გუნდი, ეს აღარ არის იდეებისთვის ბრძოლის პროცესი, პარლამენტის სკამის დაკავება კი პანაცეა არ არის. ასეა თუ ისე, ყველაფერი წინაა და, იმედია, ყველას ესმის, რომ ყოველთვის გავაკეთებ მაქსიმუმს, რასაც ჩემი ქვეყნის და საზოგადოების ინტერესები მოითხოვს. კიდევ ერთხელ დიდი ბოდიში ამომრჩეველს, იმედია ხვდებით, რომ ჩემგან დამოუკიდებელმა პროცესებმა მიმაღებინა ეს გადაწყვეტილება", - წერს ანდრო ბარნოვი სოციალურ ქსელში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner