logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ოპოზიციაში შემავალ თითოეულ სუბიექტს ვთავაზობთ ხვალ, მოკლე დასაბუთებით წარმოადგინონ მათთვის მისაღები კანდიდატები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობისთვის
- +

15 მაისი. 2023. 20:40

"იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევის საკითხზე გარკვეული შეთავაზება გვაქვს ოპოზიციასთან," - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა განაცხადა.

„წარმოდგენილი კანდიდატებიდან 15-მდე კანდიდატი აკმაყოფილებს როგორც კომპეტენტურობის, ასევე კეთილსინდისიერების კრიტერიუმებს, რაც კარგად გამოჩნდა პარლამენტში მათთან გასაუბრებების დროს. ჩვენ არ შევზღუდავთ ოპოზიციის წარმომადგენლებს და ოპოზიციაში შემავალ თითოეულ სუბიექტს ვთავაზობთ მოკლე დასაბუთებით წარმოადგინონ მათთვის მისაღები კანდიდატები ხვალ დღის განმავლობაში. ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს განვსაზღვროთ, არის თუ არა პრაქტიკული შანსი, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მიიღწეს კონსენსუსი და თუ იქნება დადებითი შედეგი, მაშინ ჩვენ კიდევ უფრო ჩქარა ვიზრუნებთ იმაზე, რომ კენჭისყრა გაიმართოს. ყველა შემთხვევაში ჩვენ ამაზე ვიზრუნებთ, თუმცა უმჯობესი და უკეთესი იქნება, რომ ჩვენი პოზიციები რაღაც ნაწილში მაინც დაემთხვეს ერთმანეთს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner