ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატოს ყველაზე გადაუდებელი ამოცანა ომში უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფაა.
„ყველაზე გადაუდებელი ამოცანა ახლა უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფაა, რათა პრეზიდენტმა პუტინმა არ მოიგოს ეს ომი“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.
„ნატოს ამოცანაა მხარი დაუჭიროს უკრაინას, როგორც ამას ნატოს მოკავშირეები და ნატო აკეთებენ უკვე ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მაგრამ ასევე თავიდან აიცილონ ამ ომის უკრაინის ფარგლებს გარეთ გავრცელება“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.