აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ირანი და რუსეთი აფართოებენ უპრეცედენტო სამხედრო თანამშრომლობას.
თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა მაგალითად მოიყვანა ირანის მიერ რუსეთისთვის დრონების მიწოდება, რომელსაც რუსი სამხედროები უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებენ.
„ჩვენ ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს ამ აქტივობების გამოსავლენად და აღსაკვეთად და მზად ვართ, გავაკეთოთ მეტი. შეერთებული შტატები ახალ სანქციებს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს“, - აღნიშნა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა.