logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: თუ საქართველო ისეთი მოწყვლადია, რომ შესაძლოა რუსული გავლენების ქვეშ მოექცეს, ამერიკა-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის თემა გადაწყვიტონ და ვიზები გაამარტივონ, ასევე, დაიწყონ საუბარი კანდიდატის სტატუსის მოცემის შესახებ
- +

15 მაისი. 2023. 23:22

 

თუ საქართველო ისეთი მოწყვლადია, რომ შესაძლოა რუსული გავლენების ქვეშ მოექცეს (გავლენებში დასავლეთის წარმომადგენლები გულისხმობენ, რომ პუტინისა და კრემლის მიმართ ვინმეს ლოიალური დამოკიდებულება არ გაუჩნდესო), ძალიან მარტივი, ერთი გადაწყვეტილებით შეუძლიათ აბსოლუტური ანულირება გაუკეთონ ნებისმიერ ასეთ, მცდარ და არასწორ ნარატივს, რომელსაც თვითონვე ავითარებენ“, - ამის შესახებ გადაცემა „პოსტ ანალიტიკაში“ „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, დასავლეთისგან საქართველოს მოქალაქეებს სიტყვებზე მეტად საქმეები სჭირდებათ, რათა დაინახონ გულწრფელი გვერდით დგომა და პარტნიორობა.

 

ის ყბადაღებული თავისუფალი ვაჭრობის თემა, რომელიც ამერიკა-საქართველოს შორის მიმდინარეობს, გადაწყვიტონ; ასევე, შეუძლიათ რომ ვიზები გაამარტივონ და ეს საქართველოს მოქალაქეების მიმართ ძალიან სწორი დამოკიდებულება იქნება სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, თანასწორუფლებიანობის თვალსაზრისით. აშშ-საც რომ თავი დავანებოთ, თუკი საგანგაშო სიტუაციას ხედავენ, ყველაზე მეტად სიტუაციის შეცვლა ევროკავშირს შეუძლია - დაიწყონ საუბარი კანდიდატის სტატუსის მოცემის შესახებ. აქ მათ გულწრფელობას დავინახავ და ვიტყვი, რომ მართლა ჩათვალეს რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმება შემაშფოთებლად, რადგან დაინახეს, რომ რუსეთი ცდილობს, სპეციალურად ისეთი ნაბიჯები გადადგას, რომ საქართველოში სიტუაცია დაათბოს და ლოიალური გახადოს მის მიმართ მოსახლეობა.

 

ამიტომ, ევროკავშირი, ჩვენი მთავარი სტრატეგიული მოკავშირე იწყებს ფორსირებულ რეჟიმში შეკრებას, საუბრებს, გადაწყვეტილებების მიღებას, გახმოვანებებს... ეს, კარგი გაგებით ფუსფუსი რომ დაგვენახა მათი მხრიდან, ამას დავიჯერებდით. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა თავის ინტერესს იკმაყოფილებს - ზოგი გაზზე ვაჭრობს, ზოგი - დერეფნებზე; რუსეთი ყოველდღიურად მილიარდობით დოლარით მდიდრდება, ეს ბიუჯეტი კი ისევ სამხედრო საქმეში იდება, რომელიც ათასობით უკრაინელ ბავშვსა და ასი ათასობით უკრაინელ მოქალაქეს ყოველდღიურად თავზე ატყდება; ამერიკა თავისი ფასებით ვაჭრობს და საქართველო? თურმე საქართველო დირიჟორის ჯოხის ქვეშ უნდა იყოს. რასაც დაუქნევენ, თურმე ის უნდა გააკეთოს. თურმე რა უფლება აქვს, დამოუკიდებელი გადაწყვეტილება რომ მიიღოს. ეს არის თავი ყველა პრობლემის“, - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner