logo_geo
eng_logo
უკრაინაში სამი მილიონი დოლარის ქრთამის აღებისას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ვსევოლოდ კნიაზევი დააკავეს
- +

16 მაისი. 2023. 10:24

 

 

უკრაინაში სამი მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამის აღებისას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ვსევოლოდ კნიაზევი დააკავეს, – შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ანტიკორუფციულ ბიუროსა და სპეციალიზებულ ანტიკორუფციულ პროკურატურაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

უწყებების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჩხრეკა მიმდინარეობს უკრაინის უზენაესი სასამართლოს კიდევ 18 მოსამართლესთან.

 

ამასთან, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კნიაზევი ფულს იღებდა ოლიგარქ კონსტანტინ ჟევაგოს ინტერესებით მოქმედი პირებისგან.

 

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო ადასტურებს, რომ გამოაშკარავებულია მასშტაბური კორუფცია უზენაეს სასამართლოში. ბიუროში აცხადებენ, რომ დეტალებს მოგვიანებით გაასაჯაროვებენ.

 

ამასთან, უზენაესი სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კნიაზევის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 16 მაისს უზენაესი სასამართლოს პლენუმის რიგგარეშე სხდომა გაიმართება.

 

ვსევოლოდ კნიაზევი უკრაინის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობას 2021 წლის პირველი დეკემბრიდან იკავებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner