logo_geo
eng_logo
ვატო შაქარიშვილი: სხვა ქვეყნის მიერ ჩვენგან დამოუკიდებლად მიღებულ გადაწყვეტილებებზე, პასუხისმგებლობას ჩვენ გვაკისრებენ: ცხადია, არ არსებობს რაიმე რაციონალური არგუმენტი, ისინი უბრალოდ აგრძელებენ თეთრის შავად წარმოჩენას
- +

16 მაისი. 2023. 12:44

 

 

„ყველა სხვა ქვეყანას აქვს უფლება, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, რუსეთთან გააგრძელოს ვაჭრობა, შეისყიდოს მისი ეკონომიკისთვის საჭირო რუსული ბუნებრივი რესურსები თუ პროდუქტები, ჰქონდეთ მიმოსვლა, დიპლომატიური ურთიერთობები და ა.შ. საქართველოს კი, იმის უფლებაც არ აქვს, გააჩნდეს საკუთარი ინტერესები“, - ამის შესახებ კონსერვატიული პორტალის, „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, კონკრეტული ძალები ცდილობენ, რუსეთის მიერ პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით ცალმხრივად მიღებულ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა საქართველოს დააკისრონ და შავი თეთრად წარმოაჩინონ.

 

„რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს… სხვა ყველა ქვეყანას აქვს უფლება, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, რუსეთთან გააგრძელოს ვაჭრობა, შეისყიდოს მისი ეკონომიკისთვის საჭირო რუსული ბუნებრივი რესურსები თუ პროდუქტები, ჰქონდეთ მიმოსვლა, დიპლომატიური ურთიერთობები და ა.შ. საქართველოს კი, იმის უფლებაც არ აქვს, გააჩნდეს საკუთარი ინტერესები! და თუ ასეთის არსებობა გამოვლინდება, მაშინ ხდება ამერიკული კანონი - რუსული; კონსერვატიზმი - ანტიდასავლური; მშვიდობა - დასჯადი; ქველმოქმედი - შურისმაძიებელი და სისხლიანი დამნაშავე - მსხვერპლი…

 

ამით არ სრულდება პარადოქსების ჩამონათვალი და ახლა უკვე, სხვა ქვეყნის მიერ, ჩვენგან დამოუკიდებლად მიღებულ გადაწყვეტილებებზე, პასუხისმგებლობას ჩვენ გვაკისრებენ. ცხადია, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში არ არსებობს რაიმე რაციონალური არგუმენტი, ისინი უბრალოდ რთავენ უტიფრობის რეჟიმს და აგრძელებენ თეთრის შავად წარმოჩენას. ფრენების აღდგენამ და უვიზო რეჟიმის გაუქმებამ, მისი პოზიტიური შინაარსიდან გამომდინარე, ჩვენს დაუძინებელ მეგობრებს და მათ აგენტურას, უტიფრობის ახალი მწვერვალები დააპყრობინა და სრულ სიგიჟეში გადაზარდა მათი რიტორიკა. იქამდე დავიდნენ, რომ „გარაჟების მბრძანებელმა“ ქალბატონმა კელიმ, ბევრი იფიქრა თუ ცოტა, რკინის არგუმენტი შემოგვთავაზა - ფრენების აღდგენა იმით არის სახიფათო საქართველოსთვისო, რომ რუსებს, თვითმფრინავების запчасти არ აქვთ და შესაბამისად ყველა გაუმართავია, ამიტომ მგზავრობას არ გირჩევთო…

 

შემდეგი მადისკრედიტირებელი თემები ალბათ ასეთი იქნება - კავკასიონის თავზე ტურბულენტური საფრენი ზონაა; პილოტები ლოთები არიან; საჭმელი არ უვარგათ; სტუარდესას ჟანა ჰქვია და ა.შ. როდესაც საქმე რუსეთს ეხება, იქვეა ყველაზე „ფაქიზი ეროვნული თავმოყვარეობის“ მქონე ლяკა ხოშტარია, რომელმაც კიდევ ერთხელ მოიმარჯვა ანტისაოკუპაციო ყელ-თვალსახვევი და დასჭექა - „სისხლში ამოსვრილ თვითმფრინავებს“ საქართველოში არ შემოვუშვებო… თქვა და წავიდა „სისხლიანი რუბლების“ გადასახურდავებლად… აქვე არიან ქვეყნის სინდისისა და ღირსების მცველები - ქართული წარმოშობის რუსი ბიზნესმენის პრესმდივანი მაქარაშვილი, რუსული სერიალების ვარსკვლავი ქაცარავა… ახალგაზრდა (ტვ „პირველის“ ინტონაციით) სამოქალაქო აქტივისტები (კოტიკა ყუბანეიშვილიც აქ შედის, ცალკე აღარ დავწერ) და კიდევ ვინ მოთვლის მხურვალე ურაპატრიოტებს… ჯოს! ჯოს! ჯოს!“ - წერს ვატო შაქარიშვილი ფეისბუქზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner