logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
- +

16 მაისი. 2023. 17:29

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს საჰიბა გაფაროვას შეხვდა.

 

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ მისთვის პატივია მილი მეჯლისის საგანგებო სესიაში მონაწილეობა, რომელიც პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის 100 წლისთავს ეძღვნება.

 

მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას და ხალხს შორის არსებული მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები. ყურადღება გაამახვილეს საპარლამენტო დონეზე სექტორულ კომიტეტებსა და მეგობრობის ჯგუფებს შორის კავშირების გაძლიერების საჭიროებაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის ხალხების საკეთილდღეოდ.

 

აგრეთვე, მიმოიხილეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენები. ყურადღება გაამახვილეს საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამმხრივ თანამშრომლობაზე.

 

საქართველოს და აზერბაიჯანის პარლამენტების თავმჯდომარეები საპარლამენტო კავშირების შემდგომ განმტკიცებაზე შეთანხმდნენ.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის წევრები ზაურ დარგალი და სავალან მირზოევი, ასევე, აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner