logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: არც შანტაჟის მეშინია და არც სხვა რამის!
- +

10 მარტი. 2016. 16:46



პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის წევრებს „ინდივიდუალური ბინათმშენებლობის წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციის" თავმჯდომარემ იზოლდა ქემოკლიძემ საკანონმდებლო წინადადება გააცნო, რომელიც ბინათმშენებლობების პრობლემებს ეხება. საკითხი 90-იან წლებიდან დაწყებულ და დღემდე გაჩერებულ ბინათმშენებლობებს ეხება.


ქემოკლიძის განცხადებით, აღნიშნულმა საკითხმა ის დააავადმყოფა და „ოცნების" იმედი აქვს, რომ მათ შეთავაზებას გაიზიარებს.



ქემოკლიძის განცხადებას კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური გამოეხმაურა, რომლის აზრითაც, ფინანსთა სამინისტროს შესაძლებლობა უნდა მიეცეს, ხარჯი დათვალოს და პრობლემის მოგვარების ვადა დაასახელოს:



ვინაიდან, მოგიწვიეთ, ამიტომ, შანტაჟს მიწყობთ?! - არც შანტაჟის მეშინია და არც სხვა რამის. ეს დადგენილება 1998 წელსაა მიღებული. მას შემდეგ 18 წელი გავიდა. ახლა პასუხს მე მთხოვთ! 1998 წლის შემდეგ სასამართლოში გედავათ. ყველას მაგივრად, მე როგორ გიპასუხებთ? - ვცდილობ, რაღაცით დაგეხმაროთ. თუკი გსურთ, რომ რაღაც ემოციები აჩვენოთ, ეს ასე არ არის. თუ გადაწყვეტა გვინდა, დავსხდეთ, წყნარად ვილაპარაკოთ და იმაზე ვისაუბროთ, რა გამოვა. ვინმეს ვერც მაგრად მოთხოვნით შეაშინებთ. თქვენთან დანაშაული არ მაქვს. 700 კაცით კი არ 700 ტანკით ვერ დამაშანტაჟებთ. თქვენ რაც არ უნდა ისაუბროთ, იქამდე ვერ მივალთ, რომ დღესვე ბინები დაგირიგოთ! ქალბატონო, ქვეყანას კიდევ სხვა პრობლემები აქვს და ფინანსთა სამინისტრო მხოლოდ ამაზე ხომ არ იმუშავებს?!", - მიმართა ბინათმშენებლობის წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციის წევრებს თამაზ მეჭიაურმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner