logo_geo
eng_logo
ბორელი: ევროკავშირმა მკაცრი ზომები უნდა მიიღოს ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის ევროპაში გადაყიდვის წინააღმდეგ
- +

16 მაისი. 2023. 19:54

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა მკაცრი ზომები უნდა მიიღოს ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის ევროპაში გადაყიდვის წინააღმდეგ.

ბორელის თქმით, ბრიუსელმა იცის, რომ ინდური გადამამუშავებელი მწარმოებლები ყიდულობენ დიდი მოცულობის რუსულ ნედლ ნავთობს, სანამ გადაამუშავებენ მას ევროპაში გასაყიდ საწვავად.

ბორელმა აღნიშნა, რომ „ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ“, რათა შევაჩეროთ ნავთობის ნაკადი რუსეთიდან ინდოეთში, რომელიც რუსული ნავთობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მყიდველი გახდა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

თუ დიზელი ან ბენზინი ევროპაში შემოდის ინდოეთიდან და იწარმოება რუსული ნავთობის საფუძველზე, ეს, რა თქმა უნდა, სანქციების გვერდის ავლაა და წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ ზომები“, - დასძინა ბორელმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner