logo_geo
eng_logo
PACE-ს პრეზიდენტი: ომის დასრულების შემდეგ, რუსეთს მოუწევს იმის დამტკიცება, რომ მისი ნდობა შეიძლება
- +

16 მაისი. 2023. 20:37

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ტინი კოქსმა განაცხადა, რომ ომის დასრულების შემდეგ, რუსეთს მოუწევს იმის დამტკიცება, რომ მისი ნდობა შეიძლება.

კოქსის თქმით, აგრესიულმა ომმა ცხადყო, რომ რუსეთი არ არის დემოკრატია, არამედ ავტორიტარული რეჟიმია, რომელიც აშინებს და თავს ესხმის მეზობლებს.

მაგრამ როდესაც ომი დასრულდება, ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, როგორ ვითანამშრომლოთ რუსეთთან. რადგან რუსეთი არსად გაქრება. რუსეთში მილიონობით მოქალაქეა, რომლებიც იმსახურებენ დაცვას ევროსაბჭოს მექანიზმებით“, - განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან. რუსეთმა უნდა აღიაროს, რომ დაარღვია თავისი ვალდებულებები და უნდა აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. და რუსეთმა ასევე უნდა დაგვიმტკიცოს, რომ მისი ნდობა მომავალში შეიძლება“, - დასძინა მან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner