logo_geo
eng_logo
უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი: რუსეთს სერიოზული შეტევითი მოქმედებების პოტენციალი აბსოლუტურად ამოწურული აქვს
- +

16 მაისი. 2023. 21:36

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ რუსეთს სერიოზული შეტევითი მოქმედებების პოტენციალი აბსოლუტურად ამოწურული აქვს, თუმცა ოკუპანტებმა შექმნეს სწორი და ძლიერი თავდაცვა.

შეტევითი პოტენციალი მთლიანად ამოწურულია, მათ ახლა აქვთ თავდაცვის სერიოზული პოტენციალი. მათ შექმნეს სწორი, ძლიერი თავდაცვა. მაგრამ ეს აღარ არის რუსული არმია, რომელსაც შეუძლია სერიოზული შეტევითი ოპერაციების განხორციელება“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner