უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ რუსეთს სერიოზული შეტევითი მოქმედებების პოტენციალი აბსოლუტურად ამოწურული აქვს, თუმცა ოკუპანტებმა შექმნეს სწორი და ძლიერი თავდაცვა.
„შეტევითი პოტენციალი მთლიანად ამოწურულია, მათ ახლა აქვთ თავდაცვის სერიოზული პოტენციალი. მათ შექმნეს სწორი, ძლიერი თავდაცვა. მაგრამ ეს აღარ არის რუსული არმია, რომელსაც შეუძლია სერიოზული შეტევითი ოპერაციების განხორციელება“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა.