logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ვმონაწილეობთ რეიკიავიკის ამ ძალიან მნიშვნელოვან სამიტში
- +

16 მაისი. 2023. 21:39

"ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ვმონაწილეობთ ამ ძალიან მნიშვნელოვან სამიტში," - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა რეიკიავიკის სამიტის გახსნის ცერემონიაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განმარტა რა საკითხებზე იმსჯელებენ სამიტის მონაწილეები.

„რა თქმა უნდა, ჩვენ წარვდგებით ჩვენი ქვეყნის სახელით. მექნება პატივი, რომ ჩვენი ქვეყნის სახელით კიდევ ერთხელ ვისაუბრო ყველა იმ წარმატებული საქმიანობისა და რეფორმის შესახებ, რომელიც ჩვენმა მთავრობამ ბოლო 10 წლის განმავლობაში განახორციელა. რა თქმა უნდა, კიდევ გვექნება საუბარი იმ გამოწვევებზე, რომლებიც შექმნილია ევროპის კონტინენტზე. გვექნება საუბარი შიდა გამოწვევებზე. ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან წარმატებული შეხვედრებიც“, - განაცხადა პრემიერმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner