logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ საქართველო, ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს
- +

16 მაისი. 2023. 21:44

"ჩვენი მთავარი გზავნილია შემდეგი, რომ საქართველო, ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ეს არის ჩვენი ხალხის, ქვეყნის არჩევანი, რომელიც შეუცვლელია," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეიკიავიკის სამიტის გახსნის ცერემონიაზე, ჟურნალისტებთან განაცხადა.

„აუცილებელია, რომ ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს დამსახურებული სტატუსი, ვინაიდან ეს იქნება ევროპისგან გზავნილი ჩვენი ხალხის, ქვეყნის მისამართით. ჩვენ სხვა გადაწყვეტილებას არ ველოდებით, თუმცა, რა თქმა უნდა ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ძალიან ბევრი, დავარწმუნოთ ჩვენი ევროპელი მეგობრები, რომ სხვა ალტერნატივა არ არსებობს. თუ რეალურად ჩვენს ევროპელ პარტნიორებს სურთ, რომ ქვეყანაში დასრულდეს პოლარიზაცია, იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ქვეყანამ გააგრძელოს წინსვლა ევროპის მიმართულებით, რა თქმა უნდა მე ველი, რომ წლის ბოლოს ჩვენ გვექნება კანდიდატის სტატუსი“, - აღნიშნავს პრემიერი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner