logo_geo
eng_logo
პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო
- +

17 მაისი. 2023. 00:57

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 72 ხმით მიიღო კანონპროექტი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

საკითხი პლენარულ სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარადგინა.

კანონის პროექტის თანახმად, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში გაფართოვდება თანამდებობის პირთა ჩამონათვალი და მასში მოექცევა „პროკურატურის შესახებ“ ორგანული კანონით განსაზღვრული პროკურორი, ევროჯასტში მეკავშირე პროკურორი და მეკავშირე პროკურორის დამხმარე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner