logo_geo
eng_logo
სტეფან მუსოიუ: რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას
- +

16 მაისი. 2023. 22:58

"საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მიღებას, თუმცა ამავდროულად ამისთვის ყველა რეფორმა უნდა გაატაროს. საქართველომ კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი უნდა გადადგას," - ამის შესახებ რუმინეთის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სტეფან მუსოიუმ განაცხადა. ევროკავშირის ქვეყნების ევროინტეგრაციის კომიტეტების კონფერენციის ორდღიანი პლენარული სხდომის მონაწილემ დაადასტურა, რომ რუმინეთი საქართველოს ევროინტეგრაციას უჭერს მხარს.

რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას. სწორედ ამიტომ იქნება ერთობლივი შეხვედრები ჩვენს კომიტეტებთან. ჩემი აზრით, პირველი ასეთი შეხვედრა სექტემბერსა ან ოქტომბერში ჩაინიშნება. რუმინეთსა და ხორვატიას საქართველოს მხარდაჭერა სურთ და ამიტომ ამ შეხვედრებში მიიღებენ მონაწილეობას“, - განაცხადა მუსოიუმ.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა სტოკჰოლმში, ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) პლენარულ სესიას სიტყვით მიმართა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner