logo_geo
eng_logo
კაჩინსკი: ევროკავშირი ერთმნიშვნელოვნად არასწორი მიმართულებით მიდის - ჩვენი ცივილიზაციის ფუნდამენტური ფასეულობებისა და პრინციპების ეროზიას აქვს ადგილი
- +

17 მაისი. 2023. 01:22

 

პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერი, იაროსლავ კაჩინსკი აცხადებს, რომ ევროკავშირი ნამდვილად არასწორი მიმართულებით მიდის.

 

კაჩინსკიმ ევროკავშირთან დაკავშირებით მორიგი კრიტიკული განცხადება სილეზიის ორდენის კონფერენციის მონაწილეებისთვის გაგზავნილ წერილში დააფიქსირა, რომლის თემა იყო „რამდენი ევროპაა ევროკავშირში?“

[ამ კითხვაზე] პასუხი ასეთი უნდა იყოს: ის სულ უფრო და უფრო მცირდება. რა თქმა უნდა, ვგულისხმობ ევროპას ტრადიციული გაგებით, ანუ ევროპას, რომელიც იზრდება სამი ტრადიციიდან: ბერძნული ფილოსოფია, რომაული სამართალი და იუდეო-ქრისტიანული რელიგია“, - აღმნიშნა იაროსლავ კაჩინსკიმ.

 

ამგვარად, ჩვენი ცივილიზაციის ფუნდამენტური ფასეულობებისა და პრინციპების ეროზიას აქვს ადგილი. დღევანდელი ევროკავშირი განსხვავდება არა მხოლოდ იმ პროექტისგან, რომელიც მოცემული იყო ევროკავშირის დამფუძნებლების ხედვაში, არამედ იმ პროექტისგანაც, რომელსაც ჩვენ შევუერთდით 2004 წლის 1 მაისს“, - დასძინა მან.

 

განსხვავებებს შორის კაჩინსკიმ ჩამოთვალა „გერმანიისა და საფრანგეთის დომინირების ზრდა, განსაკუთრებით Brexit-ის შემდეგ“, „ბრიუსელის მიერ უფლებამოსილების მითვისება“, „არასახელშეკრულებო პროცედურების მზარდი გამოყენება“ და „ორმაგი სტანდარტების გამოყენება“.

 

ევროკავშირი ერთმნიშვნელოვნად არასწორი მიმართულებით მიდის, მაგრამ ის, რომ მისი ევოლუცია ამ მიმართულებით წავიდა, არ ნიშნავს იმას, რომ ამისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ამის გამოსწორების მცდელობა არ შეიძლება“, - განაცხადა მან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner