გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ზიანის რეესტრი, რომელშიც ჩამოთვლილია რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დროს მიყენებული ყველა ზიანი, მნიშვნელოვანია ომით განადგურებული ქვეყნის აღდგენისთვის.
გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ რეესტრი უკრაინის მოკავშირეებისთვის ქვეყნის აღდგენის ერთობლივ გეგმაზე მუშაობის წინაპირობაა.
„ეს უკრაინის მომავლისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.