"მთავარი გზავნილი არის ის, რომ ჩვენ გვსურს ვითანამშრომლოთ, რათა დავრწმუნდეთ რომ დემოკრატიული ღირებულებები, ასევე ფუნდამენტური პრინციპები დაცულია," - ეს განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა რეიკიავიკში მიმდინარე ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
„შეხვედრა წარმოადგენს ჩვენი მხრიდან სრულ მხარდაჭერას უკრაინისთვის. ვიცით, რომ უკრაინა იცავს ჩვენს დემოკრატიულ ღირებულებებსა და ფუნდამენტურ პრინციპებს, ამიტომაც ძალიან მკაფიო უნდა ვიყოთ ფინანსური, პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერის მიმართულებით. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ლიბერალური დემოკრატიები ერთად დგანან ფუნდამენტური პრინციპების დასაცავად იმისათვის, რომ სარგებელი მიიღოს ყველა მოქალაქემ“, - განაცხადა მიშელმა.
რეიკიავიკში ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტი გაიხსნა. სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრიც მონაწილეობს. მთავრობის მეთაური სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.