"საქართველო ჩვენი უსაფრთხოების არქიტექტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. ველოდები საქართველოს წარმომადგენლებს ამ შეხვედრაზე. სამიტზე არაერთ თემაზე გვექნება დისკუსიები და დიდი იმედი მაქვს მივალთ შედეგამდე, რადგან მართლაც იშვიათი შემთხვევაა ასეთი შეხვედრა," - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა რეიკიავიკის სამიტის გახსნაზე განაცხადა.
„ქრონიკის“ შეკითხვას - დაუჭერს თუ არა ლიეტუვა მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, გიტანას ნაუსედამ ასე უპასუხა.
„მე დავუჭერ მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თუ დაკმაყოფილდება წინაპირობები - რეფორმების იმპლემენტაცია, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა. საქართველომ მეტი ძალისხმევა უნდა გაწიოს იმისათვის რომ რაც შეიძლება მალე იყოს ევროპული თანამეგობრობის წევრი. გვჭირდება დინამიკა. ვიცი, ქართველი ხალხი ენთუზიაზმითაა აღსავსე ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. თქვენ უნდა დააჩქაროთ ხელისუფლება ევროინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად. დარწმუნებული ვარ, თქვენ ეს შეგიძლიათ. მე მიყვარს საქართველო“, - განაცხადა ნაუსედამ.