უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის საბჭოს სამიტზე გამოსვლისას ხაზი გაუსვა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების აუცილებლობას, განსაკუთრებით გამანადგურებლების მეშვეობით.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის ტერიტორია დიდია და იმისთვის, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობის შედეგები წესად იქცეს, საჭიროა დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები და რაკეტები.
„ჩვენ ასევე გვჭირდება მეტი გამანადგურებელი, რომელთა გარეშე არც ერთი საჰაერო თავდაცვის სისტემა არ იქნება სრულყოფილი და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას მივაღწევთ. 100% უნდა იყოს ჩვენი ორიენტირი. აგრესორს 0% უნდა მივცეთ“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.