logo_geo
eng_logo
ირაკლი ბათიაშვილი: მაქვს ინფორმაცია, რომ სააკაშვილს საეჭვო პირებთან აქვს კავშირი
- +

2 სექტემბერი. 2016. 23:18



უშიშროების ყოფილი მინისტრი ირაკლი ბათიაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" საუბარში ამბობს, რომ სააკაშვილს კავშირი აქვს საეჭვო პირებთან და ისლამურ ტერორისტულ ჯგუფებთან. ბათიაშვილის თქმით, არსებობს აუდიო და ვიდეომასალაც, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს.


„მაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სააკაშვილს საეჭვო პირებთან აქვს კავშირი. ის დაკავშირებულია გარკვეულ ტერორისტულ ჯგუფებთან, მათ შორის ისლამურ ტერორისტულ ჯგუფებთან. ეს დადგენილია, ეს არის ზუსტი ინფორმაცია! ამის აუდიო-ვიდეომასალაც არსებობს.

 

ცნობილია მისი კავშირების შესახებ ისეთ მებრძოლებთან, რომლებიც გაერთიანებულები არიან ისეთ დაჯგუფებაში, როგორიცაა „ჯაბხატა ნუსრა". ეს არის ფაქტი", - აცხადებს უშიშროების ყოფილი მინისტრი ირაკლი ბათიაშვილი.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner