logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: მაშინ, როდესაც საქართველოს მომავალზე ზრუნვით „მუხლებგადატყავებული“ ელჩი დეგნანი გვირჩევს, რა გვესაჭიროება, აშშ-ის საელჩო ანსამბლ „მართვეს“ წევრებს ვიზებს არ აძლევს
- +

17 მაისი. 2023. 11:58

 

 

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ანსამბლ „მართვეს“ ბავშვების ამერიკაში გასტროლების ჩაშლას ეხმაურება.

 

როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟის ფონზე, ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო ცუდად ჩანს. 

 

„სტრატეგიული პარტნიორობის საამაყო მაგალითი...

 

მაშინ, როდესაც ქართველი ხალხის ბედით შეწუხებული და საქართველოს მომავალზე ზრუნვით „მუხლებგადატყავებული“ ელჩი დეგნანი გვირჩევს, რა გვესაჭიროება და ცხოვრების როგორი სტილი ავირჩიოთ, შტატების საელჩო ამერიკული მოწვევისა და დაგეგმილი გასტროლების მიუხედავად, ანსამბლ „მართვეს“ წევრებს ვიზებს არ აძლევს და მთელ ჯგუფს საქართველოში ტოვებს.

 

ჰოდა... ქალბატონო დეგნან!

 

სანამ რუსეთის მხრიდან სავიზო აკრძალვის გაუქმებაზე დაიხოკავთ სახეს, ჯობია სარკეში ჩაიხედოთ - „დირეები“ გიჩანთ“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

 

ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ამერიკის ვიზებთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ ანსამბლი „მართვე“, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრებოდა, საქართველოში დატოვეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner