logo_geo
eng_logo
ოზურგეთელ მსოფლიო ჩემპიონს დავით ჩხარტიშვილს მშობლიურ ქალაქში მოსახლეობა ოვაციებით შეეგება
- +

2 სექტემბერი. 2016. 23:45



დავით ჩხარტიშვილი, რომელმაც გამარჯვება საფრანგეთის ქალაქ მაკონში გამართულ მსოფლიო პირველობაზე, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მოიპოვა საკუთარ ქალაქში დაბრუნდა. ჩემპიონს ადგილობრივი მოსახლეობა, სპორტსმენები, ხელისუფლების წარმომადგენლები და „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დახვდნენ და გამარჯვება მიულოცეს.


მსოფლიო ჩემპიონს გამარჯვება „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო"-ს ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა არჩილ თალაკვაძემ და ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმაც მიულოცეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner