logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ეს არის 12 პუნქტის შესრულების საბოტაჟი, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბოლომდე აჩვენეს თავისი სახე
- +

17 მაისი. 2023. 14:18

 

 

„ეს არის 12 პუნქტის შესრულების საბოტაჟი, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა თავისი სახე აჩვენეს ბოლომდე,“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევისას ოპოზიციის ნაწილის მიერ სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ.

 

მისი თქმით, ევროპელმა კოლეგებმა შეხედონ, როგორ ესმით ოპოზიციონერ კოლეგებს 12 პუნქტის მიმართ პასუხისმგებლობა და კონსტიტუციით, საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი თავისუფალი მანდატის პრინციპი.

 

„ერთი - ეს არის 12 პუნქტის შესრულების საბოტაჟი და მეორე - ხშირად საუბრობენ ხოლმე ცალკეული წარმომადგენლები კონსტიტუციასთან დაკავშირებით, მათ როგორც ჩანს, არ ახსოვთ, რას ნიშნავს თავისუფალი მანდატის პრინციპი და ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა შეხედონ, როგორ ესმით ოპოზიციონერ კოლეგებს ერთი - 12 პუნქტის მიმართ პასუხისმგებლობა და მეორე - როგორ ესმით კონსტიტუციით დადგენილი, საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი თავისუფალი მანდატის პრინციპი. თავისი სახე აჩვენეს ბოლომდე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა. გთხოვთ კიდევ ერთხელ, ტექნიკური შესვენება გამოცხადდეს იმისათვის, რომ შემდეგ მოხერხდეს კენჭისყრის გაგრძელება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner